მალე უკრაინის დროშას მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღვმართავთ - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მერი

17.03.22 13:25
 მალე უკრაინის დროშას მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღვმართავთ - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მერი

რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, პირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის 6 დღიანი ტყვეობის შესახებ საუბრობს. 

6 დღიანი ტყვეობის შემდეგ პირველად მოგმართავთ - მადლობა თითოეულ მელიტოპოლელს, რომლებიც დაკავების, რეპრესიებისა და დაკითხვების საშიშროების მიუხედავად საკუთარ პოზიციას იცავდნენ, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ. 

ჩვენ თავისუფალი ერი ვართ. ჩვენ საკუთარი პოზიციების და ინტერესების ხმამაღლად დაცვა გვჩვევია. დარწმუნებული ვარ, მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე ისევ აღვმართავთ უკრაინის დროშას. ის მოღალატეები კი, ვინც აქ რუსეთის დროშა აღმართა, ამ მიწაზე ფეხს ვეღარ დადგამენ!" - აცხადებს მელიტოპოლის მერი.