ოკუპანტები მოტივაციას კარგავენ - ჯარისკაცებმა ბრძოლის ველი და ტექნიკა მიატოვეს
უკრაინელ ჯარისკაცებთან შეტაკების დროს რუსმა ოკუპანტებმა ბრძოლის ველი სამარცხვინოდ დატოვეს და მთელი აღჭურვილობა, იარაღი და ტექნიკა მიატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. საუბარია კარპატისპირეთის 128-ე სამთო ქვეით ბრიგადაზე.
რუსი აგრესორების უკან დახევის შედეგად უკრაინის მხარემ ნადავლის სახით მიიღო: ბმპ 1, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი ,,მტ 12", რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისთვის ვარგისია, გარდა ამისა, სატვირთო მანქანა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით.
უკრაინელი და ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, თავიანთი გარდაცვლილი სამხედროების სულ უფრო მზარდი რაოდენობა რუს აგრესორებს ბრძოლის მოტივაციას უკარგავს.