საბრძოლო შეტაკებების შედეგად მტერი დიდ ზარალს განიცდის - უკრაინის გენშტაბი

17.03.22 14:20
საბრძოლო შეტაკებების შედეგად მტერი დიდ ზარალს განიცდის - უკრაინის გენშტაბი

რუსეთი ყოველდღიურად მარცხს განიცდის. 22 დღიანი ბრძოლების შედეგად ოკუპანტებმა 14 ათასამდე ჯარისკაცი და ასობით ერთეული საბრძოლო ტექნიკა დაკარგეს.

უკრაინის შეაიაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით რუსი აგრესორების დანაკარგმა შეადგინა:

პირადი შემადგენლობა 14 ათასი ადამიანი;

ტანკი 444 ერთეული;

ბრონირებული ავტომობილი 1435

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 72 ერთეული
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა 43 ერთეული;

თვითმფრინავი 86;

შვეულმფრენი 108;

საავტომობილო ტექნიკა 864;


საზღვაო ხომალდი-კატერი 3 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატი 11 ერთეული.

უკრაინის გენშტაბი განმარტავს, რომ რუსული მხარის დანაკარგი ზუსტდება და მათ აღრიცხვას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.

 

მსგავსი სიახლეები