უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა , ძვირფასო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა და გერმანიის პოლიტიკა გააკრიტიკა. ზელენსკი NATO-სა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გაჭიანურებაზე ისაუბრა და გერმანელებს მოუწოდა, "ნუ აღმართავენ კედლებს" და დაეხმარონ უკრაინას.
სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ პირდაპირი პარალელი გაავლო აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლასთან, რომელიც 1987 წელს ბერლინის კედელთან იდგა და რეიგანი მიმართავდა გორბაჩოვს, რომ ბერლინის კედელი დაენგრია.
უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა და მას ხალხი ეწირება. ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის.
რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ.
ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას!"- განაცხადა ვოლდომირ ზელენსკიმ.