პუტინი ომს არ აჩერებს! - რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

17.03.22 14:40
პუტინი  ომს არ აჩერებს! - რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვემორჩილებით - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა. 

ჩვენ ვერ მივიღებთ მხედველობაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი განმარტება ,,მხარეთა შეთანხმება", ხოლო ამ საკითხში ჩვენ ვერავითარ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ - განაცხადა პესკოვმა.

გარდა ამისა, პესკოვის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა ამ ეტაპზე ახლოსაც კი არ არიან, რომ რაიმე სახის შეთანხმება დადონ.

ამუშაოები გრძელდება. როცა იქნება პროგრესი, ამის შესახებ შეგატყობინებთ - თქვა პესკოვმა.

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გუშინ, 16 მარტს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები