მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს

17.03.22 15:04
მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს.

ამის შესახებ  სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მიერ დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარებაზე საუბრისას განაცხადა.

სანდუს თქმით,  იგი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ყოველთვის ითხოვდა.

ეს გადაწყვეტილება ეხებოდა უკრაინას და ეხებოდა უკრაინაში არსებულ კონკრეტულ ვითარებას, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა  მაია სანდუმ.

მოდლოვაში რუსული სამხედრო კონტიგენტი 1992 წლიდან მოყოლებული, დნესპრიპირეთის კონფლიქტის შემდეგ  იმყოფება.  დნესტრისპირეთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა, რომელსაც გაეროს არცერთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს. რეგიონში კონფლიქტი გაყინულია.

მსგავსი სიახლეები