ოდესელმა მოხალისეებმა რუსული ტანკი გაიტაცეს

17.03.22 15:14
ოდესელმა მოხალისეებმა რუსული ტანკი გაიტაცეს

ოდესელმა მოხალისეებმა რუსების ტანკი გაიტაცეს. ამის შესახებ ოდესის ოპერატიული შტაბის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, ოდესელების რაზმმა, რომლის შემადგენლობაში მოხალისეები შედიოდნენ, ხერსონსა და ნიკოლაევსკის შორის, სამხრეთ ბუგასთან, მოახერხეს და გაიტაცეს რუსების ტანკი, რომელიც გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

სადღაც ხერსონისა და ნიკოლაევსკის სტეპებში აწაპნეს, უფრო სწორად, გაიტაცეს, უჩუმრად მივიდნენ, ჩუმადვე წამოვიდნენ და ტანკი წამოიყვანეს - ხუმრობით თქვა ბრატჩუკმა.

სააგენტო УНИАН - ის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევთან რუსმა აგრესორებმა  უკან დახევის დროს დატოვეს სატვირთო ავტომობილი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. უკრაინელი მებრძოლები აცხადებენ, რომ ,,ტყვიებს დაუბრუნებენ დამპყრობლებს, თუმცა, ისეთი ფორმით, რომელიც მათ აშკარად არ მოეწონებათ".

 

 

მსგავსი სიახლეები