დაწესებულმა სანქციებმა ახალი შესაძლებლობა გაგვიხსნა - პუტინი

17.03.22 16:56
დაწესებულმა სანქციებმა ახალი შესაძლებლობა გაგვიხსნა - პუტინი

მსხვილ რუსულ ბიზნესს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს ყირიმის ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშავოს - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მთავრობის ონლაინ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოს მიერ დაწესებულმა სანქციებმა პრობლემების გარდა მათ ახალი შესაძლებლონბებიც მოუტანა. 

რუსეთის პრეზიდენტს ახალ შესაძლებლობად ყირიმის ნახევარკუნძულის ათვისება და განვითარება წარმოუდგენია.

უკრაინაში საომარი ოპერაციის დაწყებას მოჰყვა სანქციების ახალი პაკეტი. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, შექმნიან არც თუ ისე მცირე პრობლემებს, მაგრამ არა მხოლოდ პრობლემები შეიქმნება. ისინი გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, ახლა არის ყველა პირობა იმისთვის, რომ მსხვილმა რუსულმა ბიზნესებმა, რომლებსაც ადრე ეშინოდათ სანქციების, ახლა არაფრის არ შეეშინდებათ. ახლა მათ, ბანკების ჩათვლით, შეუძლიათ წყნარად შევიდნენ ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშაონ რეგიონში, აითვისონ ახალი სტრუქტურები. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ - განაცხადა პუტინმა.