„რუსეთს კარგად ესმის დამარცხების ფასი და სურს სამშვიდობო შეთანხმება - ალექსეი არესტოვიჩი

17.03.22 18:54
„რუსეთს კარგად ესმის დამარცხების ფასი და სურს სამშვიდობო შეთანხმება - ალექსეი არესტოვიჩი

,,რუსეთს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, მას კარგად ესმის ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგი  - ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, ალექსანდრ არესტოვიჩმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, არის მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან პოზიტიურად დასრულდება და უკრაინელები ,,სასიამოვნო სიურპრიზს" უნდა ელოდონ.

ვფიქრობ, რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. მას კარგად ესმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგები, რომელსაც განიცდის და ასევე ძალიან აწუხებს საერთაშორისო სანქციები.

ჩვენ არ დავთმობთ არც უკრაინის ტერიტორიას და არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შედეგებთან დაკავშირებით ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ  - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

მსგავსი სიახლეები