ოკუპანტებმა ბომბი ლვოვის აერპორტთან ახლოს ჩააგდეს

18.03.22 10:24
ოკუპანტებმა ბომბი ლვოვის აერპორტთან ახლოს ჩააგდეს

ლვოვის თავზე შავი ნისლი დგას - რუსმა ჯარისკაცებმა  ქალაქის აერპორტის მიმდებარე ტერიტორია  დაბომბეს. აფეთქებების ხმა ქალაქში გამთენიისას ისმოდა. ქალაქის თავის, ანდრეი სადოვის ცნობით, თავად აეროპორტის შენობას ჭურვი არ მოხვედრია. 

ასავე, ვრცელდება  ინფორმაცია, რომ ლვოვს შავის ზღვაში მდებარე წყალქვეშა ნავიდან 6 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. უკრაინელებმა  6 საკრუზიო რეკეტიდან 2-ის მოგერიება შეძლეს. 

ლვოვი პოლონეთის საღვართან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ეს ქალაქი ამ დრომდე უკრაინაში ყველაზე უფრო უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა.