ოკუპანტებმა სევეროდონეცკი და რუბეჟნი დაბომბეს - დაღუპულია 2 ადამიანი

18.03.22 10:34
 ოკუპანტებმა სევეროდონეცკი და რუბეჟნი დაბომბეს - დაღუპულია 2 ადამიანი

რუსეთი იერიშებს არ წყვეტს - ღამით ოკუპანტებმა სევეროდონეცკი და რუბეჟნი დაბომბეს. სევეროდონეცკში საჰაერო იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 4. 

რაც შეეხება რუბეჟნის, იქ დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. რამის განმავლობაში  ხანძარი ათამდე სახლს და მაღაზიას მოედო. დანგრეულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტი. ზოგიერთ ადგილას შეწყვეტილია  გაზის და წყლის მიწოდება. 

 

მსგავსი სიახლეები