გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი მთავრობის გეშინიათ - ზელენსკი რუსი სამხედროებს დედებს

უკრაინის პრეზიდენტი რუსი ჯარისკაცების დედებს მიმართავს და სთხოვს უყვარდეთ შვილები იმაზე მეტად, ვიდრე მთავრობის ეშინიათ. ვოლოდიმირ ზელენსკი თანამოქალაქელებსაც მიმართავს და მათ გვერდში დგომას აღუთქვამს.
მოგმართავთ რუს დედებს, ჩვენ არაფერში გვჭირდება 13 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცეხდარი. არც ამ ომში მონაწილეობა გვინდოდა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი მთავრობის გეშინიათ. მტერი ვერ უნდა მიხვდეს რას უნდა ელოდოს ჩვენგან. ისევე, როგორც მათ არ იცოდნენ რა სიურპრიზებს მოვუმზადებდით 24 თებერვალს. როგორ შევძლებდით თვაის დაცვას და როგორ ვუპასუხებდით მათ. ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ მოდიოდნენ ისეთ უკრაინაში, როგორიც მათ 2014-15 წლებშ ახსოვთ. ქვეყანა, სადაც ხელს უწყობდნენ კორუფციას და არ ეშინოდათ. უკვე 22 დღეა მტრისთვის შექმნილი მოულოდნელობები ფართომასშტაბიანი თავდასხმების მოგერიებაში გვეხმარება. ამასთან. ვერ გაგიმხელთ მოლაპარაკებების დეტალებს, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა დათავისუფლების დასაცავად კეთდება. და ბოლოს, ჩვენი მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, კიევის ოლქი, იზიუმი და ყველა სხვა ჩვენი ქალაქი, რომელსაც ძალიან უჭირს და მძმე მდგომარეობაშია, მარტოს არ დაგტოვებთ, მტერს კი ჩადენილს არ ვაპატიებთ. ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. ვიცი და დარწმუნებული ვარ, - განაცხადა ზელენსკიმ.