ხარკოვში "ბარაბაშოვოს" ბაზარი დაიბომბა - განმეორებით იერიშს 1 მაშველი ემსხვერპლა

18.03.22 11:30
ხარკოვში "ბარაბაშოვოს" ბაზარი დაიბომბა - განმეორებით იერიშს 1 მაშველი ემსხვერპლა

ხარკოვში ოკუპანტებმა  "ბარაბაშოვოს" სახელწოდებით ცნობილი ევროპაში ყველაზე დიდი ბაზარი დაბომბეს. სარაკეტო იერიშებმა სავაჭრო ცენტრი სრულად გაანადგურა. ცეცხლი პავილიონებს მოედო. მაშველები ხანძრის  ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობენ. 

ხანძრის ჩაქრობისას მტერმა ობიექტი განმორებით დაბომბა. შემთხვევის შედეგად 2 მაშველი დაშავდა, ერთი მათგანი მიღებული ტრავმების შედეგად ჰოსპიტალში მიყვანისას გარდაიცვალა.