მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია - ბლინკენი პუტინის ქმედებებზე

პუტინი სჩადის სამხედრო დანაშაულს - პრეზიდენტ ბაიდენის შემდეგ უმძიმესი ბრალდება რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის სახელწმიფო მდივანმა წაუყენა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მოსკოვის პროტესტი გამოიწვია, თუმცა ამჯერად უკვე სახელმწიფო მდივანმა ოფიციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია.
გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. მე მას ვეთანხმები, მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. გასული სამი კვირის განმავლობაში განხორციელებული ნგრევის შემდეგ, მე მიჭირს იმის მტკიცება, რომ რუსები ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.