უკრაინაში 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაეროს გენმდივნის მოადგილე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 52 ბავშვი, დაიღუპა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 52 ბავშვი დაიღუპა.მსხვერპლის უმეტესობა გამოიწვია დასახლებულ პუნქტებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ.ასობით საავადმყოფო და სკოლის შენებობები დაზიანდა ან დაიბომბა. ეს მოითხოვს სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას და ანგარიშვალდებულებას", - განაცხადა როზმარი დიკარლომ.
მისივე თქმით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდში უკრაინაში 1 174 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 63 ბავშვი, დაშავდა.