ავიაიერიში პოდოლსკის რაიონში - დაიღუპა 1 ადამიანი, 19 დაშავებულიდან 4 ბავშვია

18.03.22 13:03
ავიაიერიში პოდოლსკის რაიონში - დაიღუპა 1 ადამიანი, 19 დაშავებულიდან 4 ბავშვია

კიევში, პოდოლსკის რაიონში ავიაერიშს ერთი ადმაიანი ესმხვერპლა, დაშავდა 19, აქედან 4 ბავშვია. ინფორმაციას დედაქალაქი მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

"დილით ორკებმა პოდოსლკის რაიონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს" - ამბობს კლიჩკო.

მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 6 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი დაზიანდა.  ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ოკუპანტების სამიზნე აღმოჩნდა კრამატორსკიც.  აგრესორმა  ქალაქის თავზე ავიაიერიში დილით მიიტანა.  დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 6. ბომბები საცხოვრებელ სახლს და ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები