არ გვჭირდება დამაიმედებელი განცხადებები, მარიუპოლს სჭირდება რეალური დახმარება - აზოვის ბატალიონი

მარიუპოლში მყოფი აზოვის ბატალიონი დანარჩენ უკრაინას და მსოფლიოს მიმართავს და დახმარებას ითხოვს. უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. მათ თქმით, ქალაქს განბლოკვა სჭირდებად ა ეს მხოლოდ დამაიმედებელი განცხადებების ფონზე ვერ მოხდება.
მოგმართავთ მარიუპოლელებს, ვინც იცაქვს ქალაქს და მსოფლიოს. მარიუპოლი არის ქალაქი, რომელმაც არ დაიჩოქა 2014 წელს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ნათელი უკრაინული დონბასის სიმბოლო იყო. ამის გამოა დღეს მარიუპოლი განადგურებული. ვინც ამ ქალაქს იცავს, ისინი იბრძვიან და თანაც საკუთარი ძალების, ადამიანური შესაძლებლობების მიღმა. აზოვის ბატალიონი, შეიარაღებული ძალები შეუძლებელს აკეთებენ, მაგრამ ქალაქი უკვე განადგურების პირასააა. რუსეთს წარმოდგენა არ აქვს ადამიანობაზე, ომის წესებზე. აფეთქებენ საავადმოფოებს და საბავშვო ბაღებს. ბავშვები იღუპებიან, რადგან წყალიც კი არ აქვთ. ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დამაიმედებელი განცხადებები, მარიუპოლს სჭირდება განბლოკვა, რეალური დახმარება. უნდა გადავარჩინოთ უკრაინული ქალაქი, გარშემო დაცვა უნდა შევუქმნათ მარიუპოლს. ვებრძით მტერს თქვენი გულისთვის, არმია მზადაა ქალაქის განბლოკვისთვის. ბრძნაბეას ველდოებით, - განაცხადეს ჯარისკაცებმა.