უკრაინაში რუსულ აგრესიას 109 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა - 130

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსულ აგრესიას 109 ბავში ემსხვერპლა, დაშავდა 130. ახალ ცნობებს უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
ბავშვებს შორის ყველაზე მეტი სიკვდილიანობა კიევზე მოდის. აქ რუსი სამხედროების სისასტიკეს 55 ბავშვი ემსხვერპლა.
არასრულწლოვან მსხვერპლთა რიცხვი მატულობს შემდეგ ქალაქებშიც:
- ხარკოვი - 34
- დონეცკი - 26
- ჩერნიგოვი - 29
- ნიკოლაევსკი - 20
- ჟიტომირი - 15
- სუმი - 14
- ხერსონი - 14