რუსეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს - პაპუაშვილი

18.03.22 14:09
რუსეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს - პაპუაშვილი

რუსეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის საუბარი, რომ რუსეთი საქართველოში აგრესიას დივერსანტების მეშვეობით აწარმოებს, მხოლოდ ქვეყანაში ისტერიის შექმნას ემსახურება. 

საქართველოს არ შეუძლია რაიმე ისეთი ეკონომიკური სანქცია დაუწესოს რუსეთს, რომელსაც ის არა თუ უფრო მეტად ავნებს, ამ სანქციით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს. აქედან გამომდინარე, იყო ჩვენგან  არაერთი მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს საქართველო, რომ რაიმე სანქციები დააწესოს. ჩვენს ქვეყანაში რუსეთს აქვს ქვეყნის 20% ოკუპირებული და განლაგებული არის რუსეთის 10 ათასი სამხედრო უვიზოდ, უნებართვოდ, უყველაფროდ. აქ საუბარი იმაზე, რომ დივერსანტების მეშვეობით შეეცდება რუსეთი აგრესიის წარმოებას, არ ვიცი,ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ მოხდეს ისტერია, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები