პარლამენტის სპიკერმა მაჩანჩალა პოზიცია გააჟღერა - ნაცვლიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "მაჩანჩალა პოზიციად" მოიხსენიებს. საუბარია მმართველი გუნდის უარზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენას ეხებოდა. ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო კუთხეში მიყუჟული და ჩამორჩენილი ქვეყანა არ უნდა იყოს.
მაჩანჩალა პოზიციას აჟღერებდა დღეს პარლამენტის სპიკერი. ძალიან სამწუხარო იყო ამის მოსმენა, რომ საქართველო უნდა იყოს სადღაც კუთხეში მიყუჟული ქვეყანა და ზედმეტად არავინ შეაწუხოს, რამე ზედმეტი ამბიცია არ გამოთქვას და დარჩეს აი, ასე ცამორჩენილ ქვეყნად თავისი ჩამორჩენილი ინსტიტუციებით. ზელენსკის კი არ სჭირდება რომ საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგეს, საქართველოს სჭირდება ამ ვითარებაში, საქართველოს სჭირდება, რომ პოზიციონირებდეს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების და ეროვნული ამოცანების შესასრულებლად სწორად, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პატია "ლელომ" გუშინ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტს სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად საქართველოს პარლამენტისთვისაც უნდა მიემართა, თუმცა სახელისუფლებო გუნდმა აღნიშნული ინციიატივა დაიწუნა.