უკრაინისთვის S-300 საზენიტო - სარაკეტო სისტემების მიწოდებას მოსკოვი არ დაუშვებს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინისთვის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს. მისი თქმით, ეს შესაძლოა, ლეგიტიმური სამიზნე გახდეს.
უკრაინისთვის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნებიდან მიწოდება შეუძლებელი და არაკანონიერია. მოსკოვი ამას არ დაუშვებს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ აღვნინეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევა , თუკი ჩვენ ჩავთვლით, რომ იარაღის გადამზიდია, ლეგიტიმური სამიზნე გახდება. ეს სრულიად გასაგებია, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ანომალური უერთიერთობა დალაგდება, თუმცა დასავლეთი ამისთვსი ხელის შეშლას შეეცდება.