მარიუპოლის ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ - ქალაქი ისევ იბომბება

18.03.22 15:14
მარიუპოლის ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ - ქალაქი ისევ იბომბება

მარიუპოლის ნაწილს უკვე საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ - 400 ათასიანი ქალაქიდან ჯერ მხოლოდ 35 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხერხდა. მარიუპოლს ყოველ წუთს ბომბავენ. მიწასთან გასწორებული ქალაქიდან ხალხი ფეხშიშველი გარბის. ქალაქი პარალიზებულია. ხალხი საკვების, წყლის, გათბობის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებში, რომელიც ორი დღის წინ დაბომბა, 1300-მდე ადამიანი რჩება. მძიმე ბრძოლების და განუწყვეტელი სროლის გამო მაშველები  ტერიტორიის გაწმენდვას ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის რაოდენობაც. 

უკვე მეორე დღეა მარიუპოლის მერს განცხადება აღარ გაუვრცელებია. 

მსგავსი სიახლეები