პუტინის არმია გადარჩენას ცდილობს - ჯარისკაცები დედებს შამანებთან აგზავნიან და შელოცვას სთხოვენ

18.03.22 17:15
 პუტინის არმია გადარჩენას ცდილობს - ჯარისკაცები დედებს შამანებთან აგზავნიან და შელოცვას სთხოვენ

მარცხისთვის განწირული პუტინის არმია გადარჩენას ცდილობს. რუსი სამხედროები ფრონტის ხაზიდან დედებს მკითხავებთან წასვლას, შელოცვას და იმის გაგებას სთხოვენ, როდის დამთავრდება სისხლიმღვრელი ომი და გადაურჩებიან თუ არა უკრაინელ ჯარისკაცებს. სატელეფონო ჩანაწერებს უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

ომის 23-ე დღეს რუსეთს 14 ათასზე მეტი გარდაცვლი ჯარისკაცი ჰყავს. ამ ფონზე უკრაინის ყოფილი ხელისუფლებიდან მოღალატეებიც გამოჩნდნენ, ვინც ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ უკრაინა ნებდება.

რუსეთმა უკვე თავისი ტექნიკის და იარაღის იმედი დაკარგა. უკრაინაში გადასარჩენად უკვე შამანებს და მკითხავებს მიმართავენ. ამას სატელეფონო ზარები ადასტურებს, რომელიც უშიშროების სამსახურმა ამოიღო. ჯარისკაცი ურეკავს დედას და მკითხავთან აგზავნის, რომ ისეთი შელოცვა გააკეთოს, მას უკრაინელების ნასროლი ტყვია რომ არ მოხვდეს. საპასუხოდ დედა დახმარეაბს ჰპირდება. მივმართავთ ოკუპანტებს, არ არის საჭირო შელოცვები, უკეთესი იქნება ჩვენი მიწიდან წახვიდეთდ ა ასე შეინარჩუნოთ სიცოცხლე. თუ აქ დარჩებით, მხოლოდ ერთი - დაკრძალვის რიტუალი გელოდებათ, - ამბობს უკრაინის უშიშროების წარმომადგენელი.