მოსკოვში ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

18.03.22 18:29
მოსკოვში ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

მოსკოვში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც ყირიმის უკანონო ოკუპაციის მე 8 წლისთავსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას ეძღვნება.

რუსული პროპაგანდისტული მედიის, РИА Новости-ის ინფორმაციით,  სტადიონ ,,ლუჟნიკებზე" საზეიმო მიტინგ-კონცერტს 203 ათასი ადამიანი ესწრება, აქედან სტადიონზე 95 ათასია, 100 ათასზე მეტი ადამიანამდე კი სტადიონის მიმდებარედ ადევნებს ღონისძიებას თვალს. 

ღონისძიება რუსეთის ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ კი სცენაზე გამოვიდნენ რუსი ოლიმპიელები. 

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე გრძელი რიგები სტადიონის იმ ფლიგელშია, სადაც უფასო ჰოთ-დოგსა და გამაგრილებელ სასმელებს არიგებენ.

კონცერტზე გამოსული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, რუსეთის მოქალაქეთა 71% მხარს უჭერს უკრაინაში ომს. 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები