ჩვენი მებრძოლების თავგანწირვის შედეგად მტერი კიევიდან განდევნილია - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის შემოჭრის დღიდან მოყოლებული უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს და გაათავისუფლეს კიევის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი, რომელიც დროებით მტრის მიერ იყო დაპყრობილი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კიევის დაცვის დროს შევძელით 30 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება, რომელიც მტრის მიერ იყო დროებით ოკუპირებული. რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დღიდან კიევის დაცვას ხელმძღვანელობს სახმელეთო ჯარების სარდალი, ალექსანდრ სირსკი. მისი პროფესიონალიზმისა და ჩვენი მებრძოლების თავგანწირვის წყალობით მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ის დედაქალაქიდან განდევნილია. - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიევის დამცველი, ალექსანდრ სირსკი, ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეიარაღებული ძალების 132 სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო მედლებით დაჯილდოების ბრძანებასაც.