ნუ იქნებით გულგრილნი, უკრაინაში ბავშვები იღუპებიან - ერთკაციანი აქცია მოსკოვში

18.03.22 20:33
ნუ იქნებით გულგრილნი, უკრაინაში ბავშვები იღუპებიან - ერთკაციანი აქცია მოსკოვში

მოსკოვში, მანეჟის მოედანზე, ერთკაციანი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტმა, არინა ვახრუშკინამ, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პლაკატი გამოფინა შემდეგი შინაარსით:

ამ პლაკატისთვის მე მივიღებ ჯარიმას 50 ათასი რუბლის ოდენობით, თუმცა აქ ვდგავარ თქვენი და უკრაინის მომავლის გამო. ხალხნო, ნუ იქნებით გულგრილნი. სწორედ ამ წუთებში უკრაინაში ბავშვები იღუპებიან, ხოლო რუსი დედები თავიანთ შვილებს კარგავენ. ეს აღარ უნდა გაგრძელდეს! - იყო დაწერილი პლაკატზე.

ერთკაციანი აქცია დიდხანს არ გაგრძელებულა. სამართალდამცველები მანეჟის მოედანზე მალევე გამოჩნდნენ და არინავახრუშკინა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები