უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს

19.03.22 10:38
უკრაინელმა ჯარისკაცებმა  ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს

უკრაინულმა ჯარმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„ჩერნობაევკაში მეხუთე გენერალი გავანადგურეთ. ეს გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევია, ერთ-ერთი რუსული არმიის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებდა ვითარებაზე დონბასში. ეს მეხუთე გენერალია სამი კვირის განმავლობაში! ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ იყო მსგავსი შემთხვევები, რომ საბჭოთა კავშირს 3 კვირის განმავლობაში 5 გენერალი დაეკარგა“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ  დენისენკომ.

ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული უკვე მეხუთე რუსი გენერალია.