რა შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის მხარდაჭერას - ბაიდენმა ჩინეთი გააფრთხილა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთი გააფრთხილა, რომ თუ ის რუსეთს მხარს დაუჭერს უკრაინასთან ომის დროს ან სანქციების დაწესების არიდებაში ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენმა ასევე გააფრთხილა ძინპინი იმის თაობაზე, რომ ჩინეთი შედეგებს უნდა მოელოდეს არა მხოლოდ აშშ-ის მხრიდან, არამედ მთელი მსოფლიოსგან, თუ პეკინი რუსეთს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.
თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ბაიდენმა სისთან საუბარში აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მომხრეა.