რუსეთი სთავაზობს უკრაინას გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია - ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეფასებით, რუსეთი უკრაინას მხოლოდ იმას სთავაზობს, რომ რუსეთის უსაფრთხოებას არ ემუქრებოდეს.ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ტელეარხ TBS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
რუსეთი უკრაინას სთავაზობს იმას, რაც ხდება ბელარუსში. ანუ უკრაინა უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია, გარკვეული ნიუანსებით: მას არ უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი და არ უნდა ემუქრებოდეს რუსეთს", - თქვა ლუკაშენკომ.