მარიუპოლის ქუჩებში სიკვდილის აჩრდილი დადის! - სპეციალური რეპორტაჟი ცეცხლში გახვეული ქალაქიდან, რომელიც პუტინმა სასაკლაოდ აქცია

19.03.22 20:14
მარიუპოლის ქუჩებში სიკვდილის აჩრდილი დადის! - სპეციალური რეპორტაჟი ცეცხლში გახვეული ქალაქიდან, რომელიც პუტინმა სასაკლაოდ აქცია

მარიუპოლის ქუჩებში სიკვდილის აჩრდილი დადის! ზღვისპირა ქალაქი, რუსეთის პრეზიდენტმა უკვე 24 დღეა სასაკლაოდ აქცია. სიკვდილს 400 ათასიანი ქალაქში დარჩენილი ქალები, ბავშვები და მხუცები ყოველ დღე თვალებში უყურებენ. ​

მარიუპოლში რუსული ჯარი კლავს ყველას, ესვრის სასწრაფოს, ამიტომ ექიმები გამოძახებაზე ჩაფხუტებით დადიან, გზა აფეთქებული ადგილიდან კლინიკამდე ყველაზე საშიშია, არავინ იცის, როდის ესვრის ჭურვს რუსი ჯარისკაცი ან კადიროვის დაჯგუფება, აფეთქებული კორპუსებიდან გამოყვანილ ადამიანებს.

მარიუპოლში უკვე რამდენმე დღეა ცხედრების დასაფლავებას ვერ ასწრებენ. ქალაქში კიდევ ორი სასაფლაო გახსნეს, მაგრამ საკმარისი არც ეს აღმოჩნდა. დაბომბვის შიშით მიწას ვერ თხრიან და ოჯახის წევრებს ვერ ასაფლავებენ. მარიუპოლის საავადმყოფოს სარდაფი ახლაც  ცხედრებით არის სავსე. 

"სხვა ყველა კლინიკა დაბომბილია,მიცვალებულები  ვერავის მიყავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური   ქალაქში ვერ მუშაობს. ნათესავები ვერ მოდიან, სად დავკრძალოთ მიცვალებული არ ვიცით.ეს ახლა ქლაქში  ერთადერთი საავადმყოფოა, სადაც დაჭრილების მიღება შეგვიძლია.სხვა  ასეთი აქ აღარ არსებობს"- აცხადებს ექიმი. 

ვინც რუსულ ტყვიებს და ბომბებს გადაურჩა, შიმშილით და წყურვილით კლავენ. სასმელი წყალი მარიუპოლში 13 დღეა არ არსებობს. საკვების ყველა მარაგი ამოწურულია - პუტინმა უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა შიმშილით სიკვდილისთვისაც გაწირა. 

"ჩვენ ვცდილობთ გადარჩენას - დედაჩემი კიევშია და მან არც კი იცის რომ  ცოცხალი ვარ. ის კიევშია და მე მასთან კავშირი არ მაქვს, წარმოგიდგენიათ?ეს საშინელებაა! ჩემი შვილი მშიერია არც კი ვიცი რით ან როგორ  გამოვკვებო.ჩვენ საკვები არ გვაქვს"- აცხადებს უკრაინის მოქალაქე. 


"სასმელი წყალი არ გვაქვს. საცხოვრებელ სახლებში  10 /12 გრადუსია. ბუნებრივი აირი არ არის, ყინავს, საკვები არ არსბეობს, კაცები ხეებს იპარავენ.მიცვალებულებს  ხუთ სართულიანების  ეზოებში ვასაფლავებთ -ეს საშინელებაა, მეშინია" - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ის, ვინც სიკვდილის ქალაქად გადაქცეული მარიუპოლიდან გამოაღწია, ყვება, რა გზა გაიარეს:

"იწვის მთელი ქალაქი,იწვის ქარხნები,სახლები, ადამიანები დღეებია სარდაფებში სხედან, იმის გამო, რომ  წყალი ქალაქში არ არის, ჩვენ ის მდინარიდან  მოგვაქვს, თუმცა იქამდე მისვლაც ძალიან რთულია, ისსვრიან უწყვეტად. საკვები არ არის, ჩვენ ფქვილს და მარილს ვზელდით იმისთვის, რომ ბავშვები რამენაირად გამოგვეკვება"- აღნიშნავს მოქალაქე. 

მარიუპოლის რუსული  დრამატული თეატრის შენობა დღეს აღარ არსებობს - რუსმა ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ შენობას ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ, თუმცა საჰაერო იერიში შენობაზე მაინც მიიტანეს. არსებობს ვიდეო-მტკიცებულებაც, დაბომბვამდე თეატრის დირექტორმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ითხოვდა ჰუმანიტარულ დერეფანს, ამბობდა რომ ადამიანებს წყალი და საკვები სჭირდებოდათ, ამასთან შენობაზე დააწერეს რუსული ასოებით "ბავშვები".

ვინც სიკვდილს შემთხვევითობამ გადაარჩინა, იხსენებს ბოლოდ დღეებს,  რომელიც თეატრის სარდაფში გაატარა. 

"ორი კვირის განმავლობაში  ჩვენ მარიუპოლში ვიმყოფებოდით ბუნებრივი აირის, შუქის, სატელეფონი კავშირის გარეშე. მოწყვეტილები ვიყავით გარესამყაროს.ყოველდღიურად  ფსიქოლოგფიურად  ხალხი თავს საშინლად გრძნობს.

როდესაც თთვითმფრინავი გადაიფრენს, ზუსტად იცი რომ რაღაც მოხდება.ყოველი დღე წინაზე უფრო მძიმეა, ამიტომ ყველა ცდილობს იქედან როგორმე გამოვიდეს, მაგრამ ესეც 50 /50-ზეა. შეიძლება, იქიდან ცოცხალი ვერც მე გამოვსულიყავი.უბრალოდ მე გამიმართლა"- ამბობს რუსულ ბომბებს გადარჩენილი. 

მარიუპოლის საავადმყოფოში წამალიც კი არ დარჩა,  ექიმები დაჭრილების მიღებას ვერ აუდიან. ბევრი იმიტომ იღუპება, რომ კლინიკებში არც ადგილია და აღარც გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო მასალა. 

"ნახეთ, ბავშვები წვანან, ყველას გადაფარებული აქვს, რადგან აქ შუშებია. იქითა შენობა რომ დაინგრა, ყველაფერი თავზე დაგვენგრა. ბავშვები გამოგვყავდა. ნახეთ, ეს ტექნიკა შეაჩერებს მუშაობას და ყველაფერი დამთავრდება"- ამბობს ექიმი. 

რუსული არმია  მარიუპოლის განდგურებას ახლაც აგრძელებს, თუმცა რუს სამხედროებთან ერთად,   ქალაქის დაკავება საკუთარ თავზე ჩეჩნეთის ლიდერის რამზად კადიროვის დაჯგუფებამ აიღო ე.წ. "კადიროეველები“ ქლაქის ერთ ნაწილს აკონტროლებენ, ანადგურებენ ყველაფრეს, არც  ბავშვებს ინდობენ და არც კულუტურული მემკვიდერობის ძეგლებს, თუმცა ქლაქის აღების საშულაბას მათ ე.წ. "აზოვის" ბატალიონი არ აძლევ.

"მე შვილი დავკარგე ამ ომში,მაგრამ არ დავკარგავ სამშობლოს"- ამბობს ჯარისკაცი, რომლის შვილი რუსრულ ტყვიას ემსხვერპლა.