უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში - ჯონსონი

19.03.22 20:17
უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში - ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში 

უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში. ეს ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე დაშინების ახალი ხანის დაწყებას"- განაცხადა მან. 

ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინი ტოტალურ პანიკაშია.

პუტინს რუსეთში „ფერადი რევოლუციის“ ეშინია, სწორედ ამიტომ ებრძვის ის ასე სასტიკად თავისუფლებას უკრაინაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინაში თავისუფლების დასრულება, ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება დაშინების ერა აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. თუ პუტინი მიაღწევს წარმატებას უკრაინაში, ეს იქნება „მწვანე შუქი ყველგან ავტოკრატებისთვის. პუტინმა წარუმატებლობა უნდა განიცადოს“, - აცხადებს ბორის ჯონსონი. 

მსგავსი სიახლეები