სევეროდენცკსა და რუბეჟნიში დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ბავშვია

20.03.22 10:04
სევეროდენცკსა და რუბეჟნიში დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ბავშვია

რუს ოკუპანტებს საჰაერო იერიშები ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე მიაქვთ. გასულ ღამე სევეროდეონცკსა და რუბეჟნიში დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ბავშვია. არიან დაშავებულებიც. 

საჰაერო იერიშების შედეგად დაინგრა 24 სახლი. მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რეგიონში შეწყვეტილია გაზის მიწოდებაც.