უკრაინაში 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე რუსი სამხედრო კაპიტანი მოკლეს

20.03.22 10:25
უკრაინაში  2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე რუსი სამხედრო კაპიტანი მოკლეს

ოკუPAნტის მორიგი მსხვერპლი - უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა. ინფორმაციას ისი მეგობარი, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტი, კონსტანტინე ცარენკო ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია სად და რა ვიათრებაში დაიღუპა ის. 

პალია 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.  ის უკრაინის მოქალაქე იყო და კიევში, უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 პოლკის საგანმანათლებლო სამუშაოების მე-4 ასეულის მეთაური იყო. 1993 წლის მარტში მან უკრაინის სამხედრო ფიცის დადებაზე უარის თქვა და ჩრდილოეთ ფლოტში გაემგზავრა.

მსგავსი სიახლეები