უსაფრთხო დერეფანი ვერ შეიქმნა - უკრაინიდან ქართველი სამხედროების გადმოსვენება ვერ ხერხდება

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან გამუდმებული სროლებია, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხო დერეფნის შექმნას. გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები ერთ-ერთ ცხელ წერტილში, პროზექტურაშია დასვენებული.
გვიანდება ბახვა ჩიქობავას გადმოსვენებაც. ბრძოლის წინა ხაზზე რჩებიან დაჭრილი ქართველი სამხედროებიც.