თავისუფლების დასასრული უკრაინაში, მოასწავებს თავისუფლების გაქრობას საქართველოსა და მოლდოვაში - ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ პუტინი უკრაინასთან მიმართებაში გეგმას სისრულეში მოიყვანს, შემდეგი საქართველო და მოლდოვა იქნებიან. ბორის ჯონსონის თქმით, ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქა.
პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება. თავისუფლების დასასრული უკრაინაში მოასწავებს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაშა. ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე, - განაცხადა ჯონსონმა.