თუ ფიქრობთ, რომ ეს დანაშაულია, დაყარეთ იარაღი და ჩაბარდით! - უკრაინელი სამხედრო რუსებს
უკრაინელი სამხედრო რუს ჯარისკაცებს მიმართავს და მათი ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებს. ჯარისკაცი ოკუპანტებს ეუბნება, რომ თუკი ომშ მონაწილეობა და სიკვდილი არ უნდათ, დაყარნ იარაღი და ჩაბარდნენ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ რუს ფაშისტებს ვებრძვით. ჩენ შევძელით რამდნეიმე მნიშვნელოვანი ადგილის გათავისუფლება. ამ მიმართსა სპეციალურად რუსულ ენაზე ვწერ. მივმართავ რუს ჯარისკაცებს, ამ ყველაფერს არავინ დაივიწყებს და არაფერს გაპატიებენ. თუ რამენაირი ხერხებით თქვენ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდით და თუ თქვენ აქ ჩამოგიყვანეს ხალხის მოსაკლავად და საძარცვად და ამავდროულად, არ გინდათ ამ ყველაფრის ჩადენა და ფიქრობთ, რომ ეს დანაშაულია, მოდით, დაყარეთ იარაღი და ჩაბარდით! წადით სახლებში, ოჯახებს ცოცხლები დაუბრუნდით. უკვე ყველამ დიდი ხანია გაიგო რას ნიშნავს პუტინის ეს სპეცოპერაცია სინამდვილეში, - ამბობს ჯარისკაცი.