ოკუპანტებმა კრემენში მოხუცებულთა სახლი დაბომბეს - დაიღუპა 56 ხანდაზმული

20.03.22 16:47
ოკუპანტებმა კრემენში მოხუცებულთა სახლი დაბომბეს - დაიღუპა 56 ხანდაზმული

ოკუპანტების კიდევ ერთი სისასტიკე - ლუგანკის ოლქში, კრემენში რუსმა სამხედროებმა მოხუცებულთა სახლი დაბომბეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

აგრესორის იერიშებს 56 მოხუცი ემსხერპლა. გადარჩენილი 15 ადამიანი ოკუპანტებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ სვატოვში გადაიყვანეს.