ადგილობრივების აქცია ბერდიანსკში - ოკუპანტები პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან

20.03.22 16:59
ადგილობრივების აქცია ბერდიანსკში - ოკუპანტები პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან

ბერდიანსკში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს ოკუპანტები სასტიკად უსწორდებიან და აკავებენ. ვიდეომასალას სოციალურ ქსელში თვითმხილველები ავრცელებენ. 

მშვიდობიან მიტინგზე გამოსულებს ხელში უკრაინის დროშები ეკავათ და სიმღერებს მღეროდნენ. ოკუპანტები შეკრებილებს შესაშინებლად ჰაერში ისროდნენ. ისინი ადამიანებს ჩხრეკდნენ და მიწაზე აგდებდნენ. 

მსგავსი სიახლეები