დანგრეული სახლები და დაღუპული ადამიანები - ომის 26 დღე უკრაინაში

21.03.22 10:48
დანგრეული სახლები და დაღუპული ადამიანები - ომის 26 დღე უკრაინაში

უმძიმესი ღამე უკრაინაში - ომის 26 დღეს რუსეთი ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს. ღამით კიევი ისევ ცეცხლის ალში იყო გახვეული. პოდოლსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭროს ცენტრის ტერიტორია.  პირველადი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. 

გასულ ღამეს ბომბები ჩაყარეს სუმთანაც. იერიშების შედეგად ქიმიური ქარხნის რეზერვუარები დაზიანდა,  საიდანაც ამიაკმა გაჟონა. სუმის ოლქის სამხეხდრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ სუმის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის გაჟონვა ლოკალიზებულია. 

ოკუპანტების ღამის განმავლობაში იერიშები მიჰქონდათ ლუგანსკის რეგიონშიც. დაზიანდა 12 საცხოვრებელი სახლი, დაშავდა 2 ადამიანი. რუსებმა ცეცხლი სევერდონეცკში, რუბეჟნიში და პოპასნიში გახსნეს. "რუსეთის მცდელობა დაიპყროს დიდი დასახლებული პუნქტები, უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ მათ მშვიდობიანი მოქალაქეების ტერორის ტაქტიკა აირჩიეს,"- ამბობს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. 

მარიუპოლი ისევ ცეცხლის ალშია გახვეული. რუსეთის უკლტიმატუმის მიუხედავად, დანებებოდნენ, ქალაქი არ ჩაბარდა. მარიუპოლელებს ვადა გამთენიამდე ჰქონდათ, თუმცა კრემლმა უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ განაგრძო ოკუპანტმა ქალაქის დაბომბვა.