"არ გააძლიეროთ აგრესორის ეკონომიკა" - კულება სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს

21.03.22 11:15
"არ გააძლიეროთ აგრესორის ეკონომიკა" - კულება სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე საუბრობს. მისი თქმით, საჭიროა, რუსეთის ბაზარი კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ დატოვოს, რათა აგრესორი ეკონომიკურად დასუსტდეს. 

საჭიროა ახალი სანქციები, რომელიც მომდევნო კვირაში მზად იქნება., ჩვენ ვმუშაობთ იმ საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთაც რუსული ბაზარი ჯერ არ დაუტოვებიათ. ეს არის არა მხოლოდ სმხვილი პროდუქტების კომპანიები, მაგალითად „ნესტლე“ და „დანონი“. არამედ სხვა, წერტილოვანი კომპანიებიც, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ შეძლებს თავისი რაკეტების წარმოებას. ზოგიერთ ჩვენგანს ეწყინება, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინეთ, მაგრამ ახლა არ არის წყენის დრო. არჩევანის გაკეთების დროა, სიკეთის მხარეს ხარ თუ ბოროტებას ირჩევ. არ გააძლიეროთ აგრესორის ეკონომიკა. კოლეგებს ვუგზავნი კონკრეტული სანქციების სიას, რაც უკრაინას სჭირდება, - თქვა კულებამ.