რუსეთის სამხედრო დანაშაული - ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ საქმის გამოძიება დაიწყო

ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი - ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ რუსი სამხედროების და მათი მეთაურების უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერა-ლური პროკურორი ტვიტერზე აქვეყნებს.
"ესტონეთი, ლიეტუვა, გერრმანია, პოლონეთი, სლო-ვაკეთი და შვედეთი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადე-ნილ ომის დანაშაულს გამოიძიებს," - წერს ირინა ვენედიქტოვა. პროკურორი იქვე განმარტავს, რომ ევროპის ექვსივე ქვეყანას უკრაინა ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას და მტკიკებულებებს სამხედრო დანაშაულზე.