რუსეთის მხარეს გადასული ხერსონის ვიცე მერი ავტომობილში ჩაცხრილეს - დაჭრილია მისი მეუღლეც

21.03.22 11:36
რუსეთის მხარეს გადასული ხერსონის ვიცე  მერი ავტომობილში ჩაცხრილეს -  დაჭრილია მისი მეუღლეც

ხერსონის ვიცე მერი, რომელმაც სამშობლოს უღალატა და რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა, ჩაცხრილეს. რუსეთის მხარეს გადასული უკრაინელის ჩინოვნიკი  ჰერსონში საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციის შექმნას ცდილობდა.

ვლადიმერ სალდო დილით კუთვნილ მერსედესში ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ჩაცხრილა. ის ადგილზე დაიღუპა.  დაჭრილია ჩინოვნიკის ცოლი, რომელიც იმ დროს ავტომობილში იყო. ქალი  კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები