ბრიტანეთის პრემიერი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს

21.03.22 12:47
ბრიტანეთის პრემიერი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს. ვიზიტის მიზანი უკრაინელებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 

ამასთანავე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბორის ჯონსონს გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩიეს, თუმცა წყარო მთავრობიდან ამბობს, რომ პრემიერს გადაწყვეტილების შეცვლა არ სურს. 

თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს გვერდზე გადავდებთ, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, კიდევ რისი მიღწევა იქნება აღნიშნული ვიზიტით შესაძლებელი, იქნება თუ არა ეს მხოლოდ სოლიდარობის გამოხატულება და არის თუ არა ეს მიზანი საკმარისი, - იუწყება წყარო. 

შეგახსენებთ, რომ  ომის მიუხედავად, პოლონეთის პრემიერი,  ვიცე პრემიერი და ასევე ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერები 15 მარტს კიევში ჩავიდნენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მსგავსი სიახლეები