ოკუპანტებმა გამთენიისას ოდესა დაბომბეს - საარტილერიო ცეცხლი აგრესორმა ზღვიდან გახსნა

21.03.22 12:52
ოკუპანტებმა გამთენიისას ოდესა დაბომბეს - საარტილერიო ცეცხლი აგრესორმა ზღვიდან გახსნა

გამთენიისას ოკუპანტებმა იერიში ოდესაზე მიიტანეს. საზღვაო ქალაქს საარტილერიო ცეცხლი აგრესორმა  გემებიდან გაუხნა. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ავრცელებს. მისი ცნობით, დაბომბვის შედეგად არავინ დაღუპულა. დაზიანდა რამდენიმე სახლი.