არ მისცეთ რუსეთის ომს არცერთი შანსი, იმოქმედეთ! - ზელენსკის მიმართვა ევროპას

21.03.22 14:14
არ მისცეთ რუსეთის ომს არცერთი შანსი, იმოქმედეთ! - ზელენსკის მიმართვა ევროპას

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას და ევროპას რუსეთისთვის დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტს ომის დასაფინანსებლად რესურსი არ უნდა მიეწოდოს. 

გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას ყველა რაკეტასა და ტანკზე უფრო დიდი ძალა გააჩნია. თქვენთან  ვაჭრობის , თქვენი კომპანიების და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება.
დაე, იყოს მშვიდობა, რაც შეიძლება მალე. თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თავი. გთხოვთ, ნუ დააფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას. არცერთი ევრო ოკუპანტებს! ჩაკეტეთ ყველა თქვენი პორტი, ნუ გაყიდით საქონელს, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე. 
გაუშვით რუსეთი უკრიანიდან. მე ვიცი, მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის თქვენი მოქმედებაა საჭირო, რათა მშვიდობა იყოს. არ მისცეთ რუსეთის ომს არცერთი შანსი. იმოქმედეთ! იმოქმედეთ, რომ მშვიდობა დამყარდეს!,
- განაცხადა ზელენსკიმ. 
 

მსგავსი სიახლეები