ქალაქ ავდეევკის დაბომბვის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ავდეევკას მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელეს.
დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს, ინფორმაციით, ქალაქი არა მარტო სარტილერიო დანადგარებით, არამედ ავიაციის მეშვეობითაც დაბომბეს.
ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ დროისთვის უკვე ცნობილია ერთი დაღუპული და 2 დაჭრილი სამოქალაქო პირის შესახებ.
დაზიანება და ხანძარი დაახლოებით ქალაქ ავდეევკას15 მისამართზეა დაფიქსირებული. დაბომბვები გრძელდება - აცხადებს კირილენკო.