პასუხი რუსულ აგრესიას - აზოვის ბატალიონი მტრისთვის განკუთვნილ ჭურვებს დაბომბილი ქალაქების სახელებს აწერს
მარიუპოლში აზოვის ბატალიონი ბრძოლას და ქალქის დაცვას განაგრძობს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცები ჭურვებს იმ ქალაქების სახელებს აწერენ, რომლებიც ოკუპანტების მიერ დაიბომბა. მტრის მისამართით საპახუხო იერიშებს აზოვის ბატალიონი სწორედ ამ წარწერებიანი ჭურვებით ახორციელებს.
გიგზანით ამ რაკეტებს ჩვენი ქალაქების დაბომბვის პასუხად. მარიუპოლის, ნიკოლაევის, კიევის, ხარკოვის და ყველა დასახლების დაბომბვის პასუხად, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის პასუხად, ტქვენი ავიაციის და არტილერიის ქმედებების პასუხად. ჩვენც სამშობლოს დავიცავთ!, - აცხადებს აზოვის ბატალიონის ჯარისკაცი.