რუსეთს გაუჭირდა - პუტინს ომში პენსიონერებიც მიჰყავს

21.03.22 15:32
რუსეთს გაუჭირდა - პუტინს ომში პენსიონერებიც მიჰყავს

რუსეთის გადაწყვეტილებით, თვითგამოცხადებულ დონეცკიისა და ლუგანსკის რაიონებში მობილიზაციის ვადა 10 წლით განგრძლივდება. ამიერიდან თვითგამოცხადებული ,,რესპუბლიკებიდან"  რუსულ არმიაში გაწვეულ იქნებიან მამაკაცები 65 წლის ჩათვლით. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამსახური ოპერატიულ ინფორმაციაზერ დაყრდნობით აცხადებს.

მტერმა გადაწყვიტა მობილიზაცია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, დონეცკს მობილიზაციის ახალმა ტალღამ გადაურა. პოტენციური წვევამდელების რიცხვის გაზრდის მიზნით ოკუპანტებმა გაწვევის ასაკი 65 წლამდე გადასწიეს - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მობილიზაციის ასაკის გადაწევის შესახებ ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოაცხადეს. აღნიშნულ რეგიონში წვევამდელების რიცხვს ძირითადად სტუდენტების მეშვეობით ავსებენ. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ლუგანსკის სარკინიგზო ტექნიკუმის ყველა სტუდენტს, 18 წლიდან ზევით, პირადად სასწავლებლის დირექტორი დაუკავშირდა და ჯარში წასვლის მითითება მისცა. ანალოგიური სიტუაციაა ლუგანსკის სამედიცინო უნივერსიტეტშიც. ყველა სტუდენტს ავალდებულებენ რეგისტრაციაზე მისვლას. 

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ყველა მობილიზებული დაბალი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხასიათდება, მოძველებულია მათი ეკიპირებაც , ის 1974 წელსაა გამოშვებული, ხოლო ჩაფხუტები კი 1971 წელს.