ევროკავშირი უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

,,ევროკავშირი კიევს დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს, რომელიც უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება იზრუნებს იმ საკითხზე, რომ იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა კიევის შეკვეთა დროულად შეასრულონ.