"რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებული 10-დან 4 არმია გავანადგურეთ" - არისტოვიჩი

21.03.22 17:09
"რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებული 10-დან 4 არმია გავანადგურეთ" - არისტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინულმა არმიამ რუსეთის 10-დან 4 გაანადგურა. 

"მტერმა თავდასხმის უნარი თითქმის დაკარგა ახლა  მხოლოდ ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებს"- თქვა არისტოვიჩმა. 

რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 26-ე დღეს, ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს ტანკის 11 ბატალიონი, ჯავშანტექნიკის 34 ბატალიონი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 5 ბატალიონი, ქვემეხი არტილერიის 17 ბატალიონი. ავიაციისა და შვეულმფრენების 5 საჰაერო პოლკი. ეს შეადგენს რუსეთის "შოკისმომგვრელი" არმიის სამ კომპლექტს, როგორც ოპერატიულ-სტრატეგიულ ფორმირებას და კიდევ ერთ საჰაერო არმიას. ანუ რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებული 10-დან 4 არმია გავანადგურეთ",- თქვა არესტოვიჩმა. 

მსგავსი სიახლეები